ელენე ხოშტარია - მზად ვარ, ჩემი ხელით მოვუდუღო ყავა გიორგი გახარიას
ელენე ხოშტარია - მზად ვარ, ჩემი ხელით მოვუდუღო ყავა გიორგი გახარიას

მზად ვარ, ჩემი ხელით მოვუდუღო ყავა გიორგი გახარიას, – „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ გიორგი გახარიას აუცილებლად მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.

„შს მინისტრთან არის ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები და პარლამენტში მოსვლა, მინდა, შევთავაზო ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, თუმცა აუცილებლად მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა: „თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით სურს ჩემი ნახვა, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე.

გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში 3 მაისს მოუსმენენ.