„ელ კლასიკოში“ მიღებული ბარათების რაოდენობით „ლიდერი“ სერხიო რამოსია
მადრიდის „რეალის” მცველ სერხიო რამოსისთვის გუშინდელ 43-ე „ელ კლასიკოში” (0:0) მიღებული ყვითელი ბარათი კარიერაში 25-ე გამოდგა. 33 წლის ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით ლიდერობს. მეორე ადგილზე მადრიდელთა ყოფილი მცველი ფერნანდო იეროა (20 ბარათი), მესამეც „რეალის” მოთამაშე პეპეა (15). მათ შემდეგ 13-13 ბარათით „ბარსელონას” მოთამაშე სერხიო ბუსკეტსი, კატალონიელთა ყოფილი მცველი კარლეს პუიოლი და მადრიდელთა ყოფილი ნახევარმცველი ხაბი ალონსო მოდიან.