ეკონომიკური მიმართულების ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს
ეკონომიკური მიმართულების ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს

ეკონომიკური მიმართულების ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა მხარი დაუჭირეს.

კომიტეტებმა კენჭისყრა ცალ-ცალკე ჩაატარეს და შედეგები სხდომაზევე გამოაცხადეს.

ხმები ასე გადანაწილდა:
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 11 მომხრე ერთმა თავი შეიკავა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – რვა მომხრე ორმა თავი შეიკავა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – ცხრა მომხრე ერთი წინააღმდეგი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – შვიდი მომხრე – ერთი წინააღმდეგი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – ცხრა მომხრე.

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.