ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა „გიულბენკიანის ფონდისგან“ ერთი მილიონი ევრო მიიღო
ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა „გიულბენკიანის ფონდისგან“ ერთი მილიონი ევრო მიიღო

ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა ერთი მილიონი ევრო მიიღო. ეს თანხა მას ჯილდოს სახით პორტუგალიურმა „გიულბენკიანის ფონდმა“ გადასცა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

„17 წლის შვედმა გოგონამ პრიზი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გამო მიიღო“, – ნათქვამია კერძო ფონდის განცხადებაში.

ტუნბერგმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ ეს ჯილდო მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მას იმედი აქვს, რომ მსოფლიოში უფრო მეტ სიკეთის გაკეთებას შეძლებს.

გრეტა ტუნბერგმა ეს ჯილდო პირველმა მიიღო. ის 136 ნომინანტისგან შეარჩიეს.

ეკოაქტივისტის თქმით, მიღებული თანა კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად მიმართულ პროექტებში დაიხარჯება.

გალუსტ გიულბენკიანი ბრიტანელი ფინანსისტი, მეწარმე და ფილანტროპი იყო. ის მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს მაგნატად ითვლება.