გამოკითხვის მიხედვით, ესპანეთში არჩევნებზე კონსერვატიული „სახალხო პარტია“ მმართველ „სოციალისტებს“ დაამარცხებს, თუმცა უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტია „ვოქსთან“ კოალიცია მოუწევს

18:48, 09.11.2026

ესპანეთში 29 ნოემბრისთვის დაგეგმილი საყოველთაო არჩევნებამდე რამდენიმე გამოკითხა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის „სოციალისტურ პარტიას“ დაამარცხებს, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსთან“ კოალიციაში შესვლა მოუწევს.

კერძოდ, გაზეთ „ელ ესპანიოლის“ მიერ გამოქვეყნებული SocioMetrica-ს გამოკითხვის თანახმად, 350-ადგილიან ქვედა პალატაში კონსერვატიულ „სახალხო პარტიასა“ და „ვოქსს“, ჯამში, დაახლოებით 200 ადგილი ექნებათ. ამავე გამოკითხვის თანახმად, „სოციალისტები“ 108 ადგილს მიიღებენ. როგორც ცნობილია, SocioMetrica-მ სულ 5 460 ადამიანი დისტანციურ რეჟიმში გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.

„ელ პაისისთვის“ კვლევითი ცენტრის, 40dB-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კონსერვატიულ„ სახალხო პარტიასა“ და „სოციალისტურ პარტიას“ შორის სხვაობა ორ პროცენტამდე შემცირდა. მათივე ცნობით, მემარჯვენე პარტიები პარლამენტში, ჯამში, 190 ადგილის მიღებას შეძლებენ. კვლევითმა ცენტრმა 2 000 რესპონდენტი ონლაინ გამოკითხა, ცდომილების ზღვარი 2.2%-ია.

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომლესაც გამოცემა „ელ მუნდო“ ინსტიტუტ „სიგმა დოსზე“ დაყრდნობით ავრცელებს, „სოციალისტები“ სავარაუდოდ, 105 ადგილს მოიპოვებენ, PP და „ვოქსი“ კი ჯამურად – 199 ადგილს. „სიგმა დოსმა“ სულ 4 172 პირი გამოკითხა, ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

მსგავსი