ჯარედ კუშნერი – ორივე მხარესთან ცალკეული კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენი მიზანია, უკრაინა და რუსეთი ერთად დავსვათ, რათა პირდაპირ განიხილონ ომის შემდგომი უსაფრთხოების საკითხები
აბუ დაბიში უკრაინასა და რუსეთთან ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, მე და სტივ უიტკოფი შევხვდებით ჩვენს პარტნიორებს უკრაინიდან, ევროკავშირიდან, ნატო-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და იტალიიდან, რათა გავაგრძელოთ მჭიდრო კონსულტაციები და კოორდინაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვახორციელეთ ევროპის უსაფრთხოებასა და უკრაინის ომის შემდგომ მომავალზე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, თებერვლის შემდეგ ეს პირველი სამმხრივი შეხვედრაა და აშშ-ის მიზანია, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებები მაგიდასთან ერთად დასვას.
კუშნერის განცხადებით, იმისთვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს და მშვიდობა დამყარდეს, აუცილებელია, მოლაპარაკებებს რუსეთის წარმომადგენლები და ევროპელი პარტნიორებიც ესწრებოდნენ.
„თებერვლის შემდეგ ეს პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები იქნება. ორივე მხარესთან ცალკეული კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენი მიზანია, უკრაინა და რუსეთი ერთად დავსვათ, რათა მათ პირდაპირ განიხილონ ომის შემდგომი უსაფრთხოების საკითხები, წინადადებები და პოტენციური გადაწყვეტილებები. ვიმედოვნებთ, ეს დისკუსიები გამოავლენს საერთო საკითხებს, წინ წასწევს პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს და შექმნის იმპულსს მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის. საბოლოო ჯამში, კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარება ასევე მოითხოვს რუსეთსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შორის პირდაპირ ჩართულობას უფრო ფართო უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, აბუ დაბიში გამართული დისკუსიები შექმნის პირობებს, რომ ეს ჩართულობა უახლოეს მომავალში დაიწყოს, უფრო ფართო მრავალმხრივი პროცესის ფარგლებში“, – აცხადებს კუშნერი.
კუშნერის თქმით, აშშ ძირითადად ოთხ ურთიერთდაკავშირებულ პრიორიტეტზეა ფოკუსირებული. ესენია: საბრძოლო მოქმედებების დასრულება, ომის შემდგომი უსაფრთხოების სანდო გარანტიებისა და შეთანხმებების შემუშავება, რომლებიც კონფლიქტის განახლების რისკს შეამცირებს, უკრაინისთვის ყოვლისმომცველი ეკონომიკური და კეთილდღეობის გეგმის მომზადება, ჰუმანიტარული ზომების გატარება ომით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად.
ჯარედ კუშნერმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინასთან, ევროკავშირთან და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს უკრაინის ომის შემდგომი მნიშვნელოვანი ფისკალური და რეკონსტრუქციის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, კერძო ინვესტიციების მოსაზიდად, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და თვითკმარობის პირობების შესაქმნელად.
„ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ყველა მხარის წახალისება, სერიოზულად დაიწყონ ფიქრი, რა მოხდება ომის შემდეგ. ომის შემდგომი უსაფრთხოების, ეკონომიკური აღდგენისა და მომავალი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად საჭირო მექანიზმების განხილვით, ჩვენ ვიმედოვნებთ, ომის მართვიდან მდგრადი მშვიდობის საფუძვლების შექმნაზე გადავიტანთ ყურადღებას. არსებული ევროპული უსაფრთხოების შეთანხმებები და ინსტიტუტები ამ სამუშაოსთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ მუშაობა, დავადგინოთ არსებული მექანიზმების ხარვეზები და რა პრაქტიკული გაუმჯობესებაა საჭირო მომავალში მათი ეფექტურობის გასაზრდელად. ჩვენი დისკუსიები ფოკუსირებული იქნება უფრო ძლიერ კონსულტაციებზე, საიმედო კრიზისულ კომუნიკაციებზე, სამხედრო კუთხით გამჭვირვალობის გაზრდასა და ურთიერთსაწინააღმდეგო ზომებზე, ესკალაციის რისკების შესამცირებლად, თითოეული ერის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების სრული პატივისცემით“, – წერს კუშნერი.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ის იაზრებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი „უაღრესად რთული და კომპლექსურია“ და მომლაპარაკებლებს რთული გადაწყვეტილებები ელოდებათ.
President Trump is determined to bring an end to this horrible war, which has caused enormous loss of life, destruction, and suffering. We are working hard to find a negotiated solution that can deliver lasting peace and create the conditions for a sovereign, secure, and prosperous Ukraine within a more stable European security environment.
Before beginning the two days of trilateral talks with Ukraine and Russia in Abu Dhabi, @SEPeaceMissions and I will meet with our partners from Ukraine, the EU, NATO, Germany, France, the United Kingdom and Italy to continue the close consultation and coordination we have undertaken on European security and Ukraine’s postwar future over the past several weeks.
These will be the first trilateral talks since February. Building on our separate consultations with both sides, our objective is to bring Ukraine and Russia together to discuss directly their postwar security concerns, proposals, and potential solutions. We hope these discussions will identify areas of common ground, advance practical solutions, and build momentum toward the next phase of negotiations.
Ultimately, achieving a comprehensive and lasting settlement will also require direct engagement between Russia and our European partners on the broader security arrangements that affect them. We hope the discussions in Abu Dhabi will create the conditions for that engagement to begin in the near future, as part of a broader multilateral process.
Our work has focused on four interconnected priorities: ending the fighting, developing credible postwar security guarantees and arrangements that reduce the risk of renewed conflict, preparing a comprehensive economic and prosperity plan for Ukraine, and advancing humanitarian measures to alleviate suffering and address the human consequences of this war.
Together with Ukraine, the EU, and other European partners, we are working to address Ukraine’s substantial postwar fiscal and reconstruction needs, support critical infrastructure, attract private investment, and create the conditions for long-term economic growth and self-sufficiency.
We are also working with the parties on important humanitarian issues, including the return of prisoners and civilians, and practical measures to alleviate suffering and reduce the human cost of this conflict.
An important part of this process is encouraging all parties to begin thinking seriously about what comes after the war. By discussing postwar security, economic recovery, and the mechanisms needed to prevent future conflict, we hope to shift the focus from managing the war toward building the foundations for a durable peace.
The existing European security agreements and institutions provide an important foundation for this work. We want to build upon what has worked, identify where existing mechanisms have fallen short, and what practical improvements are needed to make them more effective in the future. Our discussions will focus on stronger consultation, reliable crisis communications, greater military transparency, and reciprocal measures to reduce escalation risks, while fully respecting the sovereignty and independent decision-making of every nation.
This is an extraordinarily difficult and complicated conflict. We recognize the difficult decisions ahead and are approaching these discussions with determination and realism. Our hope is to make meaningful progress, establish a practical pathway forward, and help create the conditions for a lasting peace.
— Jared Kushner (@jaredkushner) November 9, 2026