ეკატერინე გორგოძე მსოფლიო რეიტინგში 21 პოზიციით დაწინაურდა #1TVSPORT
ქართველ ჩოგბურთელს ეკატერინე გორგოძეს Kozerki Open-ის მოგების შემდეგ, რეიტინგში 96 ქულა მოემატა და 21 პოზიციით დაწინაურდა. ქართველი ამჟამად 476 ქულით მსოფლიოს 164-ე ჩოგანია.
ეკატერინე გორგოძემ რეიტინგში მარიამ ბოლქვაძეს (176) გადაასწრო და ქალებში საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა. ჩვენი ქვეყნის პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი რეიტინგში 1565 ქულით კვლავ 41-ე პოზიციაზეა.