გორგოძე პოლონეთში გამართული ტურნირის ჩემპიონია #1TVSPORT
გორგოძე პოლონეთში გამართული ტურნირის ჩემპიონია #1TVSPORT

პოლონეთში, ქალაქ გროჯისკში გამართულ ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა შესანიშნავად იასპარეზა და ჩემპიონობა იზეიმა.

ეკატერინე გორგოძე  (WTA:185) ნახევარფინალში ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს (WTA:226) შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა – 4:6; 7:5; 6:4.

ფინალში კი გორგოძე ასევე ფრანგ ჩოგბურთელს, რეიტინგის 249-ე ნომერს, ქლოი პაკეს შეხვდა. ფინალური დაპირისპირება 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა და გორგოძემ  სამ სეტში, 7:6 (9:7), 0:6, 6:4 გაიმარჯვა.

დატოვე კომენტარი