ეკატერინე გორგოძე მონტევიდეოს ტურნირზე ერთეულებში ნახევარფინალში, წყვილებში კი ფინალში ითამშებს #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მიმდინარე WTA-ის ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს. გორგოძემ (154) ერთეულების გათამაშების მეოთხედფინალში ჩინელი იოუ (256) ორ სეტში ანგარიშით 6:1 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში, ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილ, ფრანგ დაიან პარის შეხვდება (149). ქართველი მონტევიდეოში მეექვსე ნომერია.
ეკატერინე ურუგვაიში მიმდინარე შეჯიბრზე ასევე წარმატებულად ასპარეზობს წყვილთა თანრიგშიც. მან და რუმინელმა ირინა ბარამ ნახევარფინალში არგენტინულ/ბრაზილიური დუეტი კარლე/ პიგოსი ორ სეტში 6:2 7:5 დაამარცხეს და ხვალ ტურნირის ფინალში ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართულ/რუმინულმა წყვილმა ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი – ტრანსილვანიის და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლეს. მონტევიდეოში გორგოძე/ბარა პირველ ნომრებად არიან განთესილები. WTA-ის განახლებულ წყვილთა თანრიგის რეიტინგში გორგოძე 69-ე პოზიციას იკავებს, ერთეულებში კი ქართველი 154-ე პოზიციაზეა.