ეკატერინე გორგოძე მონტევიდეოს ტურნირზე ერთეულებში ნახევარფინალში, წყვილებში კი ფინალში ითამშებს #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე მონტევიდეოს ტურნირზე ერთეულებში ნახევარფინალში, წყვილებში კი ფინალში ითამშებს #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მიმდინარე WTA-ის ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს. გორგოძემ (154) ერთეულების გათამაშების მეოთხედფინალში ჩინელი იოუ (256) ორ სეტში ანგარიშით 6:1 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში, ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილ, ფრანგ დაიან პარის შეხვდება (149). ქართველი მონტევიდეოში მეექვსე ნომერია.

ე​კატერინე ურუგვაიში მიმდინარე შეჯიბრზე ასევე წარმატებულად ასპარეზობს წყვილთა თანრიგშიც. მან და რუმინელმა ირინა ბარამ ნახევარფინალში არგენტინულ/ბრაზილიური დუეტი კარლე/ პიგოსი ორ სეტში 6:2 7:5 დაამარცხეს და ხვალ ტურნირის ფინალში ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ/რუმინულმა წყვილმა ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი – ტრანსილვანიის და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლეს. მონტევიდეოში გორგოძე/ბარა პირველ ნომრებად არიან განთესილები. WTA-ის განახლებულ წყვილთა თანრიგის რეიტინგში გორგოძე 69-ე პოზიციას იკავებს, ერთეულებში კი ქართველი 154-ე პოზიციაზეა.