საფრანგეთის დედაქალაქში დაგეგმილი აქციის გამო, ეიფელის კოშკს დროებით დახურავენ. ამის შესახებ „ტვიტერში“, პარიზის ღირსშესანიშნაობის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. გაფრთხილებაში წერია, რომ ეიფელის კოშკი 24 ნოემბერს მარსის ველზე დაგეგმილი აქციის გამო იკეტება.
საფრანგეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საწვავზე ფასებისა და გადასახადების ზრდას აპროტესტებენ. პარიზში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას დაახლოებით 30 ათასი ადამიანი გეგმავს.
მედიის ცნობით, ფართომასშტაბიანი აქციების მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ადანაშაულებენ, რომ მან რიგითი მოქალაქეები დაივიწყა.