ეგზიტპოლების მიხედვით, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია ლიდერობს
ეგზიტპოლების მიხედვით, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის პარტია „გერბი“ ლიდერობს.
დასავლური მედია წერს, რომ პარტია, რომელსაც წლების განმავლობაში კორუფციაში ადანაშაულებენ, არის ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გამარჯვებული.
გამოკითხვა აჩვენებს, რომ მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას 25-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. „გერბის“ მთავარი კონკურენტი, რეფორმისტული პროდასავლური პარტია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“, რომელსაც კირილ პეტკოვი ხელმძღვანელობს, მეორე ადგილზე გავიდა 19 პროცენტით.
პეტკოვის კოალიციური მთავრობა მიმდინარე წლის ივნისში ჩამოიშალა.
საბოლოო ოფიციალური შედეგების გამოცხადებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. თუ ეგზიტპოლის შედეგი ოფიციალურადაც დადასტურდება, ბოიკო ბორისოვს მეოთხე კაბინეტის შექმნის მანდატი გადაეცემა.