საკალათბურთო ევროლიგაზე 25-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა. „ანადოლუ ეფესმა“ საკუთარ არენაზე „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 76-53 დაამარცხა.
თურქული გუნდის რიგებში საუკეთესო 21 ქულით შეინ ლარკინი გამოდგა. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა ბრაიანტ დანსტონმა.
ბერძნებს შორის 10 ქულა მხოლოდ გიანულის ლარენძაკისმა დააგროვა.
25 ტურის შემდეგ „ეფესს“ 14 მოგება და 10 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში 6-7 ადგილებს „ფენერბახჩესთან“ იყოფს. „ოლიმპიაკოსი“ კი 11 მოგებითა და 14 მარცხით ჯერჯერობით მე-12 ადგილზეა.
ხიმკი – ბასკონია 67:89
ოლიმპია მილანო – მაკაბი 87:68
ბარსელონა – ჟალგირისი 86:62