მარტვილის „მერანის“ ფეხბურთელი ამირან როხვაძე ძალიან ეფექტური გოლის ავტორი გახდა. 27 წლის ნახევარმცველმა ეს ზუგდიდის „დინამოსთან“ ამხანაგური მატჩის დროს შეძლო.
ეროვნული ლიგა 2-ის განახლებამდე, ზუგდიდის „დინამომ“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა განმუხურის სტადიონზე მარტვილის „მერანთან“ გამართა და სპარინგი ფრედ დაასრულა.
პანდემიის შედეგად გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ეს მარტვილელებისთვის პირველი საკონტროლო მატჩი გახლდათ. ამის მიუხედავად, მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და 2:2 ითამაშეს.
36-ე წუთზე, მასპინძლები გოჩა ცირდავამ დააწინაურა. მეორე ნახევარში, სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს – თავი გიორგი გიორბელიძემ გამოირჩა. 70-ე წუთზე მარტვილელებს დაწინაურებაც მართებდათ, თუმცა ზუგდიდელთა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი, ლევან წოწონავამ ვერ გამოიყენა. მალევე სტუმრებმა დაწინაურება მაინც მოახერხეს და ეს ეფექტური გოლიც გავიდა – 74-ე წუთზე, ამირან როხვაძემ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში ეფქტური დარტყმით გააგზავნა და მეორედ აიღო მასპინძელთა კარი. გატანილი გოლიდან, ზუსტად ექვს წუთში, ზუგდიდელებმა ანგარიში გაათანაბრეს – ამჯერად თავი, გურამ მინდორაშვილმა გამოიჩინა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.
ამ საკონტროლო მატჩით ზუგდიდელებმა შეკრება დაასრულეს. ოფიციალურ შეხვედრას ისინი 13 ივლისს ქობულეთში „შუქურასთან“ გამართავენ, ხოლო მარტვილის „მერანი“ 14 ივლისს, „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ დუშეთის „არაგვს“ უმასპინძლებს.