„მერანს“ ფაცაცია დაუბრუნდა
„მერანს“ ფაცაცია დაუბრუნდა

ცოტნე ფაცაცია მარტვილის „მერანის“ ღირსებას დაიცავს – 19 წლის შემტევი ნახევარმცველის დაბრუნებაზე ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

შეიძლება ითქვას, ფაცაციასთვის „მერანი“ მშობლიური კლუბია, რადგან 2017-2018 წლებში ის სწორედ მარტვილის გუნდში ასპარეზობდა.

ცოტნე ფაცაცია საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრიც იყო. მისი ტრანსფერი დღემდე „მერანს“ ეკუთვნოდა. 2019 წლის სეზონის დასაწყისში იჯარით ჯერ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, ბოლოს კი საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ თამაშობდა, სადაც 14 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

„მერანი“ 2019 წელს ლიგა 3-დან ლიგა 2-ში დაწინაურდა და ფეხბურთელის დაბრუნება ამით იყო განპრიობებული.