შეიკნე სილა „საბურთალოს“ გააძლიერებს - მარტვილის „მერანი“ ლიდერებმა დატოვეს #1TVSPORT
მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას შემდეგ მარტვილის „მერანი“ ახალი სეზონის დაწყებამდე ხუთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.
კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი გახდა, რომ „მერანს“ დაემშვიდობნენ ლიდერები – კიჭი მელიავა, პაპუნა ფონიავა, ნიკა აფაქიძე, გიორგი გეგია. მათ გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს. ოთხივე მათგანი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო და გასულ სეზონში გუნდში საკვანძო როლებს ასრულებდნენ.
ამავე დროს შევიტყვეთ, რომ გუნდი დატოვა 28 წლის მალელმა თავდამსხმელმა, შეიკნე სილამ, რომელიც მარტვილის „მერანში“ 2020 წლიდან თამაშობს. მან 67 მატჩში 43 გოლი გაიტანა. სილა გასულ სეზონში 16 გოლით ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო 2021 წლის სეზონში 23 გოლით, „გაგრას“ თავდამსხმელ თამაზ მაქაცარიასთან ერთად, ეროვნული ლიგა 2-ის თანაბომბარდირი გახდა.
საქართველოს პირველი არხის ცნობით, „მერანის” 27 წლის თავდამსხმელი კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს, რაც დედაქალაქურ კლუბშიც დაგვიდასტურეს.