„ზუგდიდი“ შეიკრიბა და მზადება დაიწყო
„ზუგდიდი“ შეიკრიბა და მზადება დაიწყო

განვლილი საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ, „ზუგდიდის“ ფეხბურთელები წელს პირველად შეიკრიბნენ და სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ.

მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა, მოთამაშეთა მომმზადება ფიზიკურ-აღდგენითი პროცესით დაიწყო და ბოტანიკურ ბაღში ავარჯიშა. რამდენიმე დღეში, გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავა და მომავალი კვირიდან უკვე საკონტროლო მატჩებს გამართავს.

რაც შეეხება შემადგენლობას, ძირითადი ბირთვი თითქმის შენარჩუნებულია, თუმცა ზუგდიდელთა რიგები რამდენიმე მოთამაშემ დატოვა. ორმხრივი შეთანხმების შემდეგ, გუნდი ამირან აბუსელიძემ და საბა ნადირაძემ დატოვეს, ხოლო 24 წლის ნიგერიელი ლეგიონერი ლუქმან გილმორე კარიერას წყალტუბოს „სამგურალში“ გააგრძელებს.

ახალწვეულებსაც უახლოეს დღეებში ელოდებიან, რომელთა ნაწილსაც კახა გოგიჩაიშვილი საკონტროლო შეხვედრებშიც დააკვირდება. ტესტ-მატჩებს გუნდი მომავალი კვირიდან გამართავს.