ეჟენი ბუშარმა ბოლო ცხრა თვეში პირველი მატჩი მოიგო
ეჟენი ბუშარმა ბოლო ცხრა თვეში პირველი მატჩი მოიგო

მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა ეჟენი ბუშარმა შეწყვიტა 13-მატჩიანი მოუგებელი სერია. კანადელისთვის ეს იყო პირველი გამარჯვება ერთეულებში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში.

ბუშარი, რომელიც უიმბლდონის ყოფილი ფინალისტია, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სერიის ტურნირში მონაწილეობს ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში. პირველ წრეში ეჟენიმ ორ სეტში – 7:6, 6:4 დაამარცხა ვალენტინი გრამატიკოპულუ.

ბუშარის უიღბლო სერია 2019 წლის თებერვლიდან იღებდა სათავეს, როცა დუბაის ტურნირის 1/16 ფინალში წააგო რუმინელ სიმონა ჰალეპთან.