კანადაში დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელებს ფინანსურად დაეხმარებიან

12:44, 12.05.2020

კანადის ჩოგბურთის ფედერაციამ და „ნაციონალ ბანკმა“ დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელების ფინანსური დახმარების პროგრამის შექმნა გააჟღერეს. ათიდან 20 ათას დოლარამდე მიიღებენ ჩოგბურთელები, რომლებიც ერთეულთა თანრიგში რეიტინგში 100-დან 750-მდე პოზიციას იკავებენ, ხოლო წყვილებში 25-დან 100-მდე ადგილებზე მყოფი მოთამაშეები. დახმარება ასევე შეხვდებათ რეიტინგის ასეულში შემავალ იუნიორებს და საუკეთესო ორმოცდაათეულში მოთამაშე შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ჩოგბურთელებს.

საერთო ჯამში სიაში სულ 23 ჩოგბურთელი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეჟენი ბუშარი და გაბრიელა დაბროვსკი, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვერ მიიღებენ დახმარებას, რადგან მათ კარიერის განმავლობაში 2.5 მილიონზე მეტი აქვთ გამომუშავებული.

შეგახსენებთ, რომ „კოვიდ19-ის“ გამო, საჩოგბურთო სეზონი 13 ივლისამდე შეჩერებულია.

მსგავსი