ბუშარმა მუგურუსას საჩვენებელ ტურნირზე მოუგო
ბუშარმა მუგურუსას საჩვენებელ ტურნირზე მოუგო

ჩოგბურთელების ნაწილმა ახალი სეზონი უკვე დაიწყო. ჰავაიზე მიმდინარეობს საჩვენებელი ტურნირი, სადაც ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

ქალებში 2014 წლის უიმბლდონის ფინალისტმა, კანადელმა ეჟენი ბუშარმა 2017 წლის უიმბლდონის ჩემპიონი, ესპანელი გარბინე მუგურუსა დაამარცხა – 7:5, 6:1. ტიტულისთვის ბუშარი ბელგიელ ელიზ მერტენესს შეხვდება, რომელმაც ასევე ორ სეტში მოუგო ამერიკელ კრისტიან მაკჰეილს.

კაცების ტურნირის ფინალში კეი ნიშიკორი და მილოშ რაონიჩი ითამაშებენ. მათ ნახევარფინალებში ძმები ჰარისონები დაამარცხეს. იაპონელმა რაიანს მოუგო – 6:3, 6:4, კანადელმა კრისტიანს – 6:1, 6:2.