ეჟენი ბუშარი - ჩემი კარიერა ჯერ არ დასრულებულა
ეჟენი ბუშარი - ჩემი კარიერა ჯერ არ დასრულებულა

2014 წლის უიმბლდონის ნახევარფინალისტმა, მსოფლიოს ყოფილმა მეხუთე ნომერმა, კანადელმა ეჟენი ბუშარმა თავის კარიერაში წარუმატებელ პერიოდზე ისაუბრა.

„მინდა ვითამაშო მაქსიმალურად კარგად – რეიტინგში ჩემი პოზიციის მიუხედავად. უშუალოდ ამ მომენტში, მინდა რაც შეიძლება მეტი მატჩი ვითამაშო. ცალსახად, ეს არ არის ჩემი კარიერის დასასრული, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ. მე აქ ვარ იმისთვის, რომ დავრჩე – მოსწონთ თუ არა ეს სხვებს“, – ამბობს „ტენის ვორლდ იუ-ეს-ეისთან“ (Tennis World USA) ინტერვიუში კანადელი.

ამ მომენტისთვის, 24 წლის ჩოგბურთელი 107-ე ადგილზეა WTA-ის რეიტინგში. 2018 წელს, ეჟენიმ 44 მატჩი ჩაატარა და 23 მოიგო.

თავისი პირველი და ბოლო ტიტული WTA-ში მან 2014 წელს მოიპოვა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, კანადელმა მხოლოდ ორჯერ მიაღწია WTA-ის კატეგორიის ტურნირების ნახევარფინალამდე.