ედისონ კავანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს, – იუწყება Ole.
ურუგვაელი თავდამსხმელის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ ამ ზაფხულს იწურება და კავანის შესაძლებლობა მიეცემა, ახალ კლუბთან მოლაპარაკება გამართოს.
მიმდინარე სეზონზე ედისონ კავანიმ 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.