ედისონ კავანი, შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს
ედისონ კავანი, შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს

ედისონ კავანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს, – იუწყება Ole.

ურუგვაელი თავდამსხმელის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ ამ ზაფხულს იწურება და კავანის შესაძლებლობა მიეცემა, ახალ კლუბთან მოლაპარაკება გამართოს.

მიმდინარე სეზონზე ედისონ კავანიმ 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.