ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი უახლოეს ხანში „ვილიარეალის“ ფეხბურთელი გახდება.
ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის დასკვნით სტადიაშია. კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდება ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ესპანური კლუბი გაინაღდებს კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს. „ვილიერეალმა“ ამ ტურნირის პლეი ოფის პირველი შეხვედრა შინ 4:2 მოუგო ხორვატულ „ჰაიდუკს“.
იმის შესახებ, რომ კავანიმ და „ვილიარეალმა“ ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს, ჯერ კიდევ ივლისში დაიწერა. აგვისტოში გაჩნდა ინფორმაცია ურუგვაელის მიმართ „ბოკა ხუნიორსის“ ინტერესის შესახებ, მაგრამ 35 წლის ფორვარდმა უარყო წინადადება და განაცხადა, რომ ევროპაში დარჩენა სურს.