ძიუდო | ზირაქაშვილმა ანტალიის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
თურქეთის ქალაქ ანტალიაში ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. ტურნირზე საქართველოს ნაკრები ცხრა სპორტსმენით (შვიდი კაცი, ორი ქალი) იასპარეზობს.
პირველ საშეჯიბრო დღეს 66 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელმა ახალგაზრდა თენგო ზირაქაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კოლუმბიელი ხუან ერნანდესი იპონით დაამარცხა.
ზირაქაშვილის მეტოქე მეორე წრეში გამოცდილი ფრანგი სპორტსმენი ვალიდე ხიარი იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
66კგ – თენგო ზირაქაშვილი
81კგ – ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე
90კგ – ბაქარ ერაშვილი, ლუკა ბაბუციძე
100კგ – მიხეილ ჯაფარიძე
+100კგ – ირაკლი დემეტრაშვილი
70კგ – ნინო გულბანი
+78კგ – სოფიო სომხიშვილი
2023 წელს ანტალიის გარნდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა შვიდკაციანი შემადგენლობით იასპარეზა, თუმცა ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.