ძიუდო | ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სარაევოში მიმდინარე ვეტერანთა შორის კონტინენტის პირველობის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა, საერთო ჯამში, რვა მედალი მოიპოვეს. ჩვენი გუნდის ანგარიშზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
ალექსი დავითაშვილი (+100 კგ) – ოქრო
ელგუჯა გვასალია (-100 კგ) – ვერცხლი
ვაჟა მუმლაძე (-66 კგ) – ვერცხლი
შალვა ბექაური (+100 კგ) – ვერცხლი
ბადრი ბედიანაშვილი (-60 კგ) – ბრინჯაო
გოგიტა მენთეშაშვილი (-66 კგ) – ბრინჯაო
ვანო გიგილაშვილი (-100 კგ) – ბრინჯაო
გიორგი შინჯიკაშვილი (+100) – ბრინჯაო
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე შედგა ქართული ფინალი – ალექსი დავითაშვილმა შალვა ბექაური დაამარცხა.