ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი, მურად ჩოპანოვი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 60 კგ-ში გამომსვლელი 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები დღეს 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან გაიმართება.

2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.