ძიუდო | თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი ტამერლან ბაშაევი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად უზბეკ ალიშერ იუსუპოვს დაუპირისპირდება.
დღეს გამომსველმა მეორე მძიმეწონოსანმა, საბა ინანეიშვილმა ჩეხ კრპალეკთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და ტურნირი ნაადრევად დაასრულა.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
24 მაისს მსოფლიო პირველობაზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.