ძიუდო | ქართველი კადეტები შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში იაპონიასთან დამარცხდნენ #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს, 27 აგვისტოს შერეული გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები პირველივე შეხვედრაში იაპონიის კადეტთა ნაკრებთან 0:4 დამარცხდა. საკუთარი ორთაბრძოლები გოჩიაშვილმა, გიგოლაევმა, დათაშვილმა და დოლიაშვილმა დათმეს და ტურნირზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ჩათვლაში ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო პირველობაზე:
50 კგ – შოთა ბაჩოშვილი, 55 კგ – მერაბ სამადაშვილი, 66 კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე, 73 კგ – ცოტნე ბახტაძე, 81 კგ – გიორგი ბენდელიანი, 90 კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე, +90 კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი, 48 კგ – თამარ გიგოლაევი, 52 კგ – თამარ სუხიაშვილი, 63 კგ – ნონა დოლიაშვილი, 70 კგ – ლიზი ქვარცხავა.