ძიუდო | პარიზის გრანდ სლემზე გიორგი ჩიხელიძე მერვედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | პარიზის გრანდ სლემზე გიორგი ჩიხელიძე მერვედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი – გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე და ვლადიმერ ახალკაცი (ორივე – 81 კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც წარმატებულად მხოლოდ ჩიხელიძე გამოდის.

ქართველმა ტურნირზე მეორე შეხვედრაში მოლდოველ რაიკუს რვა წამში იპონით სძლია და მერვედფინალში ბრაზილიელ ფალკაოსთან იჭიდავებს.

პრესტიჟული ტურნირის პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და თენგიზ ზირაქაშვილი (66 კგ) გამოვიდნენ – ორივე მათგანმა ტურნირი ადრეულ ეტაპზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.