ძიუდო | „მებრძოლი“ საკლუბო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, „გოლდენ გორმა“ ბრინჯაო მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
გორში დასრულებულ ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ქართულმა კლუბმა „მებრძოლმა “ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ჩვენმა ძიუდოისტებმა სერბული „რედ სტარი“ 3:2 დაამარცხეს.
პირველი ადგილისთვის დაპირისპირებაში გამარჯვებები მოიპოვეს ტატო გრიგალაშვილმა (81კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (66) და გურამ თუშიშვილმა (+90). თბილისურმა კლუბმა მეოთხედფინალში ჯერ ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით ქართულ კლუბ „გოლდენ გორს“ მოუგო.
ტურნირზე გამომსვლელი კიდევ ორი ქართული კლუბი „არეა“ და „გოლდენ გორი“ ერთმანეთს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება უფრო გამოცდილმა გორელებმა 3:2 მოიპოვეს. გადამწყვეტი ორთაბრძოლა ლუკა მაისურაძემ მოიგო (90კგ).