ძიუდო | ლოლაძე ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
ძიუდო | ლოლაძე ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა შეჯიბრების პირველ დღეს ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებული გიორგი ლოლაძე გახდა (73 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი თომა გელაშვილი (60 კგ) და ალეკო კასრაძე (66 კგ) დაეუფლნენ.

დღეს, 16 ივლისს ევროპის თასზე კიდევ 19 ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი გამოვა.