ძიუდო | ინანეიშვილი პორტუგალიის გრან პრის ფინალშია, სულამანიძე - ნახევარფინალში, ბაზიერიშვილი მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე ასპარეზობას განაგრძობს. დღეს ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად სამნი – ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე – 100 კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი იბრძვიან.
ინანეიშვილმა ნახევარფინალში ბრაზილიელ რაფაელ სილვას ვაზარით სძლია და ფინალში კორეელ კიმს შეხვდება. შეჯიბრების ნახევარფინალში გავიდა ილია სულამანიძე, რომელმაც უკრაინელი სავიტსკი დაამარცხა. ქართველის მეტოქე ფინალში გასასვლელად ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი იქნება.
ახალაგაზრდა ბაზიერიშვილს მეოთხედფინალში იაპონელმა არაიმ მოუგო და იგი მედლისთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ტურნირზე ჯერჯერობით უმედლოდაა.
პორტუგალიის გრან პრიზე ფინალური ბლოკი 21:00-ზე დაიწყება.