ძიუდო I ბუდაპეშტის მასტერსზე დღეს ოთხი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს, 4 აგვისტოს სტარტს აიღებს მასტერსის ტურნირი ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.
60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი სამხრეთ კორეელ ძიუდოისტს, ვონ ჯინ კიმს შეხვდება, ამავე წონაში თემურ ნოზაძის მეტოქე ტაივანელი იუნგ ვეი იანგი იქნება.
66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი პირველ დაპირისპირებას ტაჯიკ ნურალი ემომალისთან ჩაატარებს.
57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანის პირველი მეტოქე ნიდერლანდელი პლეუნი კორნელისეა.
ბუდაპეშტის მასტერსზე სულ 15 ქართველი ძიუდოისტი გამოვა (13 ვაჟი და 2 ქალი). აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მხოლოდ რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფი სპორტსმენები მონაწილეობენ.
ტურნირის განრიგი:
4 აგვისტო:
მამაკაცები – 60 კგ, 66 კგ
ქალები – 48 კგ, 52 კგ, 57 კგ.
5 აგვისტო:
მამაკაცები – 73 კგ, 81 კგ
ქალები – 63 კგ, 70 კგ.
6 აგვისტო:
მამაკაცები – 90 კგ, 100 კგ, +100კგ
ქალები – 78 კგ, +78 კგ.
წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი სამივე დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.