ძიუდო | გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი დაამარცხა - „მებრძოლი“ ნახევარფინალში „გოლდენ გორს“ შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ქართული ნახევარფინალი გაიმართება. ჩვენმა კლუბმა, „მებრძოლმა“ მეოთხედფინალში ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე ქართულ კლუბს, „გოლდენ გორს“ შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული კლუბების დაპირისპირებისას ჩვენმა მძიმეწონოსანმა, გურამ თუშიშვილმა მსოფლიოს 10-გზის და ოლიპიადების 2-გზის გამარჯვებულ ტედი რინერს ვაზარით მოუგო.
გორის კლუბმა „გოლდენ გორმა“ მეოთხედფინალში ესპანური „სტაბია“ 3:2 დაამარცხა. ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართული კლუბი „არეა“, რომელიც, ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და რეპაჟაშიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.
შეგახსენებთ, რომ „გოლდენ გორი“ შარშანდელი გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია – გორელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „მებრძოლი“ დაამარცხეს.