ძიუდო | გიორგი ჩიხელიძე პარიზის გრანდ სლემის ნახევარფინალში უზბეკ შახრად ახადოვს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი – გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე და ვლადიმერ ახალკაცი (ორივე – 81 კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ჩიხელიძე ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებს.

ქართველმა გრანდ სლემზე ოთხი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში იასპარეზებს – ჩიხელიძემ მეოთხედფინალში მოლდოველ ადილ ოსმანოვს იპონით მოუგო, ფინალში გასასვლელად კი უზბეკ შახრად ახადოვს დაუპირისპირდება.

პრესტიჟული ტურნირის პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და თენგიზ ზირაქაშვილი (66 კგ) გამოვიდნენ – ორივე მათგანმა შეჯიბრება ადრეულ ეტაპზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.