ძიუდო | გიორგი ბენდელიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია, ქავთარაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში გიორგი ბენდელიანი (81 კგ) – ოქროს მედლისთვის, ირაკლი ქავთარაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართველი – ნანა დოლიაშვილი (63 კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ფესტივალის ძიუდოს ტურნირზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს მედალია – შოთა ბაჩოშვილი (50 კგ), მერაბ სამადაშვილი (55 კგ) და მათე გველესიანი (66 კგ) შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ.