ძიუდო | ჩხვიმიანი და ზირაქაშვილი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT
თელავში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში, პირველ საშეჯიბრო დღეს ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და თენგო ზირაქაშვილი (66 კგ) ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.
60 კგ-ში ვერცხლის მედალი თემურ ნოზაძემ, ბრინჯაო კი ირაკლი კუპატაძემ და ამირან დარბაისელმა მოიპოვეს.
66 კგ-ში ვერცხლის პრიზიორი ლაშა ნადირაძე გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი გიგი ოტიაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი დაეუფლნენ.
28 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატზე მედლები 73 და 81 კგ-ში გათამაშდება.