ძალოსნობა | თორნიკე ტაბატაძე ევროპის ჩემპიონია, მიხეილ ადამიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების ორი წევრი – თორნიკე ტაბატაძე და მიხეილ ადამია (+109) გავიდნენ. ტაბატაძემ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, ადამია კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ტაბატაძემ ატაცში სამივე ცდა (160/165/170) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 192/196/202 კილოგრამი ასწია და ვერცხლის მედალი ერგო, ხოლო ორჭიდში 372 კილოგრამი მოაგროვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
რაც შეეხება მიხეილ ადამიას, მან ატაცში – 151/157/162, ხოლო აკვრაში 190/195/201 კილოგრამი დაძლია, ორჭიდში 363 კილოგრამი მოაგროვა და სამივე დისციპლინაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.