ძალოსნობა | შოთა მიშველიძემ გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძემ გამოსვლა დაასრულა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 130, ხოლო აკვრაში 155 კგ. დააფიქსირა.
შოთა მიშველიძე ორჭიდის ჯამში 285 კგ-ით მე-7 ადგილზე გავიდა.
ამ წონაში ჩემპიონი ფაბინ ლი გახდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 313 კილოგრამი დაძლია.
ფოტოები: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია