ძალოსნობა | შოთა მიშველიძემ გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

13:01, 25.07.2021

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძემ გამოსვლა დაასრულა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 130, ხოლო აკვრაში 155 კგ. დააფიქსირა.

შოთა მიშველიძე ორჭიდის ჯამში 285 კგ-ით მე-7 ადგილზე გავიდა.

ამ წონაში ჩემპიონი ფაბინ ლი გახდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 313 კილოგრამი დაძლია.

ფოტოები: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

მსგავსი