ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საბა ასანიძემ და ნიკოლოზ ესართიამ ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
საბა ასანიძემ ატაცში სამივე ცდა 141 / 144 / 147 კგ წარმატებით გამოიყენა და ევროპის ჩემპიონი გახდა. აკვრაში კი ქართველმა ძალოსანმა 175 / 180 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდის ჯამში – 327 კილოგრამი.
ნიკოლოზ ესართიამ კი ატაცში 138 / 142 კილოგრამის წარმატებით დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.