საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ათი მედალი მოიპოვა - მარიამ მურღვლიანის ანგარიშზე სამი ოქროს მედალია [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ათი მედალი მოიპოვა - მარიამ მურღვლიანის ანგარიშზე სამი ოქროს მედალია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა მექსიკაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ათი მედალი მოიპოვეს.

მარიამ მურღვლიანმა მსოფლიო ჩემპიონობა ოქროს სამი მედლით იზეიმა. ვაჟთა შორის კი ნაკრებს პირველი მედლები საბა ასანიძემ მოუტანა. მსოფლიო პრიზიორის ანგარიშზე ბრინჯაოს ორი მედალია.

ძალოსანთა ყულაბას კიდევ ორი მედალი გურამ ვეკუამ შესძინა – მან ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა.  ზურაბ მსხალაძის ანგარიშზე ბრინჯაოს ერთი მედალია.

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების წევრებისთვის გიორგი კირვალიძის მიერ მოპოვებული ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დასრულდა.

მალხაზ ლომთაძე – ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ილია თვალოძე – ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი

თემურ ჯანჯღავა – ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

გიორგი ჭინჭარაული – ექიმი-რეაბილიტოლოგი