ძალოსნობა | მსოფლიო ჩემპიონატზე კახი ასანიძემ ორჭიდში 313 კილოგრამი დააფიქსირა [ვიდეო] #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ჩემპიონები 73 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
დღეს საქართველოს ნაკრების წევრთაგან ფიცარნაგზე კახი ასანიძე გამოვიდა.
ძალოსანმა ატაცში 138/142/145 კილოგრამი დაძლია და პირველ მოძრაობაში მე-6 ადგილზე გავიდა.
აკვრაში კახი ასანიძემ ჯერ 162, შემდეგ კი 168 კგ. დააფიქსირა და მე-10 ადგილს დასჯერდა.
კახი ასანიძემ ორჭიდის ჯამში დაძლეული 313 კგ-ით შეჯიბრი მერვე შედეგით დაასრულა.
ორჭიდის ჯამში ჩემპიონი რაჰმად ედვინ აბდულა გახდა – 343 კგ.