ძალოსნობა | მსოფლიო ჩემპიონატზე კახი ასანიძემ ორჭიდში 313 კილოგრამი დააფიქსირა [ვიდეო] #1TVSPORT

20:33, 10.12.2021

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ჩემპიონები 73 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

დღეს საქართველოს ნაკრების წევრთაგან ფიცარნაგზე კახი ასანიძე გამოვიდა.

ძალოსანმა ატაცში 138/142/145 კილოგრამი დაძლია და პირველ მოძრაობაში მე-6 ადგილზე გავიდა.

აკვრაში კახი ასანიძემ ჯერ 162, შემდეგ კი 168 კგ. დააფიქსირა და მე-10 ადგილს დასჯერდა.

კახი ასანიძემ ორჭიდის ჯამში დაძლეული 313 კგ-ით შეჯიბრი მერვე შედეგით დაასრულა.

ორჭიდის ჯამში ჩემპიონი რაჰმად ედვინ აბდულა გახდა – 343 კგ.

მსგავსი