ძალოსნობა I ზაზა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში მეშვიდე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ზაზა ლომთაძემ (109 კგ.) იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 160 და 165 კგ. დაძლია და მე-13 ადგილზე გავიდა. ლომთაძემ აკვრაში 205 და 214 კგ. დააფიქსირა, რითიც მეხუთე ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 379 კგ-ს მოუყარა თავი და შეჯიბრება მეშვიდე ადგილზე დაასრულა.