ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიორგი კირვალიძემ (109 კგ) ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
კირვალიძემ ატაცში 157/161/165 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 188 და 193 კილოგრამს ასწია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ორჭიდში მოგროვებული 358 კილოგრამით კირვალიძემ ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.