ძალოსნობა | ბაჩუკი შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძალოსნობა | ბაჩუკი შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბაჩუკი შამილიშვილმა (55 კგ) ასპარეზობა ბრინჯაოს სამი მედლით დაასრულა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 94 და 99 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შამილიშვილმა აკვრაში 119 და 123 კგ ასწია და აქაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში 222 კილოგრამი მოაგროვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა.

ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი:

28 ივლისი

16:00 | 67 კგ (U20) –  გურამ გიორბელიძე

29 ივლისი

14:00 | 73 კგ (U23) – კახი ასანიძე, არჩილ მალაყმაძე

20:00 | 73 კგ (U20) – გიორგი ხარაზიშვილი, საბა აბაშიძე

30 ივლისი

14:00 | 81 კგ (U20) –  საბა ასანიძე, ნიკოლოზ ესართია

31 ივლისი

14:00 | 89 კგ (U20) – ზურაბ მსხალაძე

16:00 | 81 კგ (U23) – ნათია გადელია

1 აგვისტო

12:00 | 96 კგ (U20) – თორნიკე ლომთაძე, გერვასი თაბაგარი

14:00 | 96 კგ (U23) – ირაკლი გობეჯიშვილი

16:00 | 87 კგ (U20) – მარიამ მურღვლიანი

20:00 | 102 კგ (U20) – გურამ ვეკუა

2 აგვისტო

12:00 | 102 კგ (U23) – ლუკა ქაშიბაძე

16:00 | 109 კგ (U20) – გიორგი კირვალიძე

20:00 | 109 კგ (U23) – ზაზა ლომთაძე, აკაკი ტალახაძე

3 აგვისტო

16:00 | +109 კგ (U23) –  თორნიკე ტაბატაძე, მიხეილ ადამია