ძალოსნობა | ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდში ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, +87 კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდმა სამი მედალი მოიპოვა. ატაცში მან ოქრო მოიგო, აკვრასა და ორჭიდში – ვერცხლი.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ანასტასიას მთავარი კონკურენტი ბრიტანელი ემილი კემპბელი იყო, რომელმაც აკვრაში საბოლოოდ 151 კგ დაძლია და ორჭიდის ჯამში 263 კგ დააფიქსირა. გოტფრიდის შედეგი აკვრაში 140 კგ იყო, ორჭიდში კი – 257.

რაც შეეხება ატაცს, ანასტასიამ პირველ მისვლაზე 111 კგ ასწია, მეორეზე – 115, მესამეზე – 117. მეორეადგილოსანმა ბრიტანელმა ემილი კემპბელმა 116 კგ დაძლია. მესამე იყო უკრაინელი ვალენტინა კისილი – 108 კგ.