ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლები 89 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდება
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლების კომპლექტი 89 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდება. კონტინენტის პირველობაზე დღეს საქართველოს ღირსებას რევაზ დავითაძე დაიცავს.
22 წლის ქართველმა სპორტსმენმა 2018 წელს აშხაბადში გამართული ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ბათუმში ვერცხლის მედალი მოიპოვა და ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (2018, 2019). ასე რომ, დავითაძე წონის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.
ღონისძიების რეპორტაჟს 18:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
დღეისათვის საქართველოს ნაკრების წევრებს ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.
8 აპრილი. 18 საათი. 89 კგ. – რევაზ დავითაძე